ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის - დავით ასათიანის განცხადება სმიტების ოჯახის საქმეზე ადვოკატის ჩამოშორებასთან დაკავშირებით

23 ივლისი 2018

გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებრივ დისკუსიას, რომელიც სმიტების ოჯახის საზარელი მკვლელობის საქმეზე ადვოკატის ჩამოშორებამ გამოიწვია.

 

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს იურიდიული დახმარება მის მიერ არჩეულ ადვოკატთან შეთანხმების საფუძველზე,  ხოლო ადვოკატის საქმიანობის უმთავრესი პრინციპია კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა.

 

რა თქმა უნდა, დაუშვებელია ადვოკატის მხრიდან დაცვის უფლების განხორცილებაზე უარის თქმა, თუმცა არსებობს გამონაკლისები, როცა ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოიშობა ინტერესთა კონფლიქტი, ადგილი აქვს პოზიციების შეუთანხმებლობას ანდა მათ შორის აღარ არსებობს ნდობა. 

 

შესაბამისად, როცა უცნობია საადვოკატო დახმარების შეწყვეტის რეალური მიზეზები და ამასთან, თავად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრთა მხრიდან ადვოკატის მიმართ პრეტენზიები არ გამოთქმულა, მიუღებელია ადვოკატის ზღვარგადასული კრიტიკა, მაშინ როცა ადვოკატი მოკლებულია შესაძლებლობას დაასახელოს მისი გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი